ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი 20 807 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 13.67 პროცენტია.
“ამომრჩევლების აქტიურობა ისევ ჩამორჩება საპარალმენტო არჩევნების ამ დროინდელ მონაცემებს”, – განმარტა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.