“თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის მერობის
კანდიდატმა გოგი წულაიამ საკუთარი არჩევანი 76-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. წულაია უნაბზე შვილებთან ერთად მივიდა.
მერობის კანდიდატის თქმით, მან ხმა ქუთაისისათვის გულწრფელ ბრძოლას მისცა.
“ჩვენ ყველანი შევძლებთ ამ ქალაქის გადარჩენას, მისთვის ღირსების დაბრუნებას. ხმა მივეცი ბრძოლას ქუთაისის ერთიანობისათვის, ღირსებისათვის,”-განაცხადა წუალიამ.
ქუთაისში 124 საარჩევნო და ერთი სპეცუბანია გახსნილი.