საუბნო საარჩევნო კომისიას დაავიწყდათ საკონტროლო ფურცელზე
დროის მითითება გაახსენდათ მაშინ როცა უკვე 5 ამომრჩეველს ხმა ქონდა მიცემული. შემთხვევა 64-ე უბანზე მოხდა.
“ოლქის მითითებით და ოლქის წარმიმადგენლის (კურატორის) თანდასწრებით გახსნეს ყუთი აღნიშული პრობლემის აღმოფხვრისათვის. ის ბიულეტენები, რომელიც საარჩევნო ყუთში იყო მოთავსებული აპირებდნენ მის გაბათილებას. აღნიშნულ საკითხთან დაკაშირებით ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაწერილ იქნა საჩივარი”, – განაცხადა IDMC – ის იმერეთის კოორდინატრომა არჩილ სოფრომაძემ.
თავისუფალი პლატფორმის ალიანსის ფარგლებში IDMC-ის 150-ამდე დამკვირვებლი ახორციელებს მონიტორინგს. IDMC-ი ქუთაისში არჩევნებს RICDOG-თან პარტნიორიბით აკვირდება.