წყალტუბოში 10 საათისთვის არჩევნებზე
3 743 ამომრჩეველი მივიდა,- ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქს” წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ნიჟარაძემ განუცხადა . მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“ხარვეზი არ გვქონია. გვაქვს 68 უბანი აქედან 1 სპეცუბანია. ეს არის გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. გახსნილი საარჩევნო უბანი. 8-ზე პირველი ამომრჩეველი მივიღეთ. ამ დროისათვის მშვიდი გარემოა. სულ 10 საათისთვის 3 743 ამომრჩეველი მივიდა არჩევნებზე”,- განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ.