არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდამ” და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულმა ქსელმა (R-СSN)-მა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები გამოიკვლიეს.
რეგიონებში მცხოვრები ქალების გამოკითხვის შედეგად, მათთვის პრობლემური 5 საკითხი გამოიყო: გზებისა და ტროტუარების მოწესრიგება; სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა; პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, გარე განათების მოწყობა; ნარჩენების მართვა.
გარდა ამისა, საკითხების სიაში მოხვდა უპატრონო ცხოველების პრობლემის მოგვარება. გამოკითხულთათვის პრიორიტეტული აღმოჩნდა უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა მდგომარეობა და ქალთა მიმართ ძალადობა.
აღნიშნული კვლევა 2017 წლის სექტემბერში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 1106-მა რესპოდენტმა მიიღო.