ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლებისათვის კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცედურების შესახებ, რეკომენდაციებს აქვეყნებს.
1.კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე;
2.კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა;
3.თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;
4.მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ მიდით სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
5.გაიარეთ მარკირება;
6.მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;
7.ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა;
8.მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი;
9.კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში);
10.თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა;
11.თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი;
12.კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში;
13.სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში;
14.კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, გთხოვთ, დატოვოთ საარჩევნო უბანი.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.