ზესტაფონს ელექტორნერგია არ მიეწოდება.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქში მძიმე მდგომარეობაა. სტიქიამ ხეები წააქცია და კაბელები დააზიანა. ასევე უხვმა ნალექმა ქვესადგურები დატბორა.
“ადგილზე “ენერგო-პრო ჯორჯიას” საავარიო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა არ ვიცით როდის აღდგება ენერგო მომარაგება”, – აცხადებენ სერვისცენტრში.