ძლიერმა წვიმამ წყალტუბოში
რამდენიმე ქუჩა დატბორა. დაიტბორა ლერმონტოვის, ტაბიძისა და გოგებაშვილის ქუჩები. დილის საათებში მოსული ნალექი სანიაღვრე ქსელმა ვერ გაატარა. დაიტბორა აგრეთვე ყოფილი რკინიგზის სადგურის შენობა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი სამსახურები დილის 6 საათიდან იყვნენ მობილიზებული და გაიწმინდა ქუჩები.