ზესტაფონში, სადგურის მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ზესტაფონის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქალაქში დილის საათებში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, თუმცა ნალექსი შეწყვეტის შემდეგ გზები დატბორილი აღარ არის.
“როგორც კი მდინარის დონემ დაიწია მოხდა საინაღვრე ქსელში წყლის გადატება და მოძრაობაც აღდგა. შეფერხება დილის საათებში იყო როცა წვიმდა. ამ დროისათვის ტრანსპორტი ჩვეულებრივად მუშაობს”, – განაცხადეს პრესსამსახურში.