“ქალაქის ხელისუფლება (მერია-საკრებულოს უმრავლესობა) მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით ცდილობდა, რომ ეს ინიციატივა ჩავარდნილიყო.
მუდმივად იმეორებდნენ, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული არ იყო და მასზე თანხას ვერ დახარჯავდნენ”, -ამბობს ნატო ქათამაძე მდინარე ორასკურის პროექტის შესახებ, რომლითაც მდინარის კალაპოტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო.
საკრებულოს დეპუტატი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი პროექტის განუხორციელებლობაში ქალაქის ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ პროექტი იმიტომ არ განხორციელდა, რომ ეს მის მიერ გაკეთებულ საქმედ არ ჩათვლილიყო.
” ყველა ჩემს ინიციატივასა და პროექტებს ხმალამოღებული ებრძოდით საკრებულოს სხდომებსა თუ საჯარო სივრცეში. გამიჩერეთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ჩემს ოლქში იყო დაგეგმილი. მთელი ადამინისტრაციული რესურსი და “სახელმწიფო მანქანა” გამოიყენეთ ჩემს წინააღმდეგ … კარგად იმუშავეთ ჩემს “ჩაძირვაზე” და მიიღეთ ის რომ თავად ხართ ყელამდე ნეხვში … გ(ი)ლოცავთ…
მთელი ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში ვიბრძოდი და ვიბრძვი მდინარე ოღასყურას კალაპოტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის. ქალაქის ხელისუფლება (მერია-საკრებულოს უმრავლესობა) მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით ცდილობდა, რომ ეს ინიციატივა ჩავარდნილიყო. მუდმივად იმეორებდნენ, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული არ იყო და მასზე თანხას ვერ დახარჯავდნენ”, – ამბობს ნატო ქათამაძე.
დეპუტატი ამბობს, რომ პროექტი მომზადდა, მისი ღირებულება 2 340 000 ლარი იყო, ასევე სამინისტროდან დაჰპირდნენ,რომ მდინარის პროექტი განხორცილედებოდა.
“2015 წლის სექტემბერსში, ქუთაისში ჩამოვიდნენ ნაპირსამაგრი სამუშაოების სპეციალისტები, რომლებთან ერთადაც ფეხდაფეხ დავიარე მდინარის კალაპოტი და დადეს დასკვნა, რომ ამ მდინარის რეკონსტრუქცია აუცილებლობას წარმოადგენდა. დასკვნა გადმოეგზავნა ქ. ქუთაისის მერიას , რომელმაც მიუხედავა დასკვნის სირთულისა 2016 წლის ბიუჯეტში მაინც არ გაითვალისწინა (?!) ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მომიწია სამინისტროში ბრძოლამ და როგორც იქნა გაკეთდა მდინარე “ოღასყურა”-ს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, თავისი ხარჯთაღრიცხვით (2 340 000 ლარი) და მივიღე პირობა, რომ გადაეგზავნებოდა ფინანსთა სამინისტროს და დაფინანსდებოდა… რეგიონალური განვითარების სამინისტრომ მართალაც გადააგზავნა მასალები ფინანსთა სამინისტროში, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული მდინარის რეაბილიტაციის საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გაიტანა.”,- წერს დეპუტატი.
ნატო ქათამაძე ჰყვება თუ რატომ უთხრეს უარი სამინისტროში პროექტის განხორცილებაზე : “საქმის არსში გარკვევის მიზნისთ ვესტუმრე ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კი მითხრა, რომ ქალაქის მერს შოთა მურღულიას ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ იყო (?!) მიუხედავად ამისა, მაინც არ დავნებდი და კვლავ გავაგრძელე ბრძოლა… საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევხვდი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს, ბატონ ალავიძეს და რეგიონალური სამსახურის უფროსს. მათგან მივიღე “პირობა”, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდებდნენ… რამდენიმე თვის შემდეგ, როცა საქმე არ დაიძრა, კვლავ ვესტუმრე სამინისტროს და რეგიონალური სამსახურის უფროსმა მითხრა, “მდინარე “ოღასყურას” რეკონსტრუცია-რეაბილიტაცია განხორციელდება 2018 წელში და თუ მე მინდა , რომ “ქულები” დავიწერო, ჩემი მაჟორატარობის პერიოდში ეს არ მოხდება”…
იმ ქვეყანას, სადაც , ქალაქის მერი, არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ხელს უშლის საქმის კეთებაში, რათა მისი პიროვნება ამომრჩევლის წინაშე დააკნინოს.
იმ ქვეყანას სადაც, სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკები, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე უარს ამბობენ ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არაფერი ეშველება”, – ამბობს ქათამაძე.