არასამთვრობო ორგანიზაციამ “უფლებებისა და განათლებისთვის”
პროექტი “არ იძალადო ქალზე” შეაჯამა. პროექტის ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც შევიდა კანონში 2017 წლის პირველი მაისიდან. ქალათა მიმართ ძალადობა გახდა დასჯადი და გამკაცრდა სანქციები.
“ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას, თვითმმართველობის წარმომადგნელებს, მედიისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგნელებს იმ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ, რომელიც 2017 წლის 1 მაისიდან შევიდა სხვადასხვა კანონში. სისიხლის სამართლის, განათლების შესახებ კანონში, საადვოკატო საქმიანობის შესახებ კანონში. ანუ ქალთა მიმართ ძალადობა გახდა დასჯადი და გამკაცრდა სანქციები. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს დაევალათ ის, რომ თუ ოჯახში ძალადობის შესახებ, რომ არსებობს კიდევ განმეორების საშიშროება აცნობონ შესაბამის ორგანოებს”, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ადვოკატმა ქეთი სვანიძემ.
მისი თქმით, იმერეთში, განსაკუთრებით რაიონებში, ძალადობის შემთხვევები ხშირია. მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ ოჯახში ძალადობის შესახებ ფაქტებზე და ჩართულია პროკურატურაც. იმედოვნებს, რომ კანონის გამკაცრება შედეგს აუცილებლად მოიტანს.