წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, საბავშვო ბაღის
შემოსაღობად 20 ათას 193 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერის
SPA170013314 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აცხადებს.
სატენდერო წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 კალენდარული დღე.
მიმწოდებელი ვალდებულია ამავე ვადაში წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე.