გერმანიის ქალაქ ვადერნიდან
ქუთაისში დაახლოებით 30 000 ევროს დახმარება ჩამოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება გერმანიაში ვიზიტის დროს იქნა მიღებული. დელეგაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია ხელმძღვანელობდა. გერმანიაში ასევე იმყოფებოდნენ საბინაო სამსახურის და აიპ ,,სპეციალური სერვისების” უფროსი.
“ქალაქ ვადერნაში მოხუცთა ახალი თავშესაფრის აშენება იგეგმება, ხოლო იქ არსებული ინვენტარი, რომელიც დაახლოებით 30 000 ევროს ღირებულებისაა ქუთაისს საჩუქრად გადმოეცემა.
ინვენტარს სპეც ლოგინები, ავეჯი და სამზარეულოს მოწყობილობა წარმოადგენს.ინვენტარი სოციალური მიმართულებით იქნება გამოყენებული.
ვიზიტი ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით შედგა, ხოლო აღნიშნული საჩუქრის ქუთაისისთვის გადმოცემის საკითხი მიულერების ოჯახის ინიციატივით გადაწყდა. მიულერების ოჯახი ქუთაისს საქველმოქმედო მიზნით 90-იანი წლებიდან ეხმარებიან. გერმანიაში ვიზიტის დროს დელეგაცია ქალაქ ვადერნის მერსაც შეხვდა და მომავალი ურთიერთ თანამშრომლობა დაიგეგმა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.