ქუთაისში,4 ქუჩაზე,
ფანჩატურის მოწყობა იგეგმება. სამუშაოების ჩასატარებლად მერიამ 20 ათას 32 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ფანჩატურები შემდეგ მისამართებზე მოეწყობა:
1. ილია ჭავჭავაძის გამზირი N 1ბ პირველი სადარბაზო;
2. კონსტანტინე გამსახურდის ქუჩა N12;
3. დავით აღმაშენებლის გამზირი N 40;
4. სოლომონ მეორეს ქუჩის მეოთხე ჩიხი N6.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ფანჩატურების მოწყობის სამუშაოები (4 ობიექტი) განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
სატენდერო წინადადებების მიღება 23 სექტემბერს იწყება და 28 სექტემბერს მთავრდება.