გზა გადაკეტეს ქუთაისში თამარ მეფის
90 ნომერში მცხოვრებმა მოქალაქეებმა. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და წყლის მიწოდებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით კორპუსს წყალი 2 კვირაა არ მიეწოდება. გზის გადაკეტვის გამო განაწყენებული მძღოლი გზის დათმობას ითხოვდა რა დროსაც ის ბავშვს დაეჯახა, თუმცა მოზარდი არ დაშაებულა.ამ დროისთვის გზა გახსნილია.
აქციის მონაწილეებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია შეხვდა, რომელმაც მათ დახმარება აღუთქვა.