ქუთაისში ხანდაზმულთა
დღეს აღნიშნავენ. საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხანდაზმულთა მომსახურების სოციალურ ცენტრის ბენეფიციარებისათვის, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ალაფურშეტი მოეწყობა. შესაბამის ტენდერს ქუთაისის მერია აცხადებს.
,,მიმწოდებელი” ვალდებულია ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხანდაზმულთა მომსახურების სოციალურ ცენტრის ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოს ალაფურშეტის მოწყობა.
ალაფურშეტი უნდა მოეწყოს საქართველოს წითელი ჯვრის ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის ხანდაზმულთა მოსახურების სოციალურ ცენტრში. მისამართი: ქ. ქუთაისი, ნ. დუმბაძის ქ. N61.
თანდართულ მენიუში მითითებული სასმელები უნდა იყოს შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. უნდა იყოს ახლად მომზადებული და ლამაზად პრეზენტირებული.
საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს.
დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება.
მაგიდის სერვირება უნდა მოხდეს არსებული სტანდარტის შესაბამისად.
“მიმწოდებელი” ვალდებულია საკვების მიწოდებისა და “შემსყიდველი”-ს მიერ ამავე საკვების მოხმარების შემდეგ დაალაგოს მიწოდების ადგილი და გაიტანოს ნარჩენები.
“მიმწოდებელი” ვალდებულია “შემსყიდველი” უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: ხელსახოცებით, მაგიდის გადასაფარებლებით და სხვ. ჭურჭელი უნდა იყოს დაუზიანებელი და საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
სანეტნედრო წინადადების მიღება 12 სექტემბერს იწყება და 14 სექტემბერს მთავრდება.
ხანდაზმულთა დღეს 1 ოქტომბერს აღინიშნება.