ქუთაისის მერია 85 ათას
ლარად საბავშვო ატრაქციონებს შეიძენს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სათამაშო გასართობი ატრაქციონი განკუთვნილი უნდა იყოს 6 დან 14 წლამდე ბავშვებისათვის შემდეგი მინიმალური ზომებით: სიგრძე – 500 სმ. სიმაღლე – 380 სმ. სიგანე – 400 სმ.
ატრაქციონს უნდა გააჩნდეს მინიმუმ ერთი ასასვლელი კიბე მოაჯირებით, ერთი პოლიეთილენის სწორი სასრიალო და ერთი პოლიეთილენის სახურავი, 2 ცალი ერთადგილიანი საქანელა სავარძელი პლასტმასის დამცავი ჩამკეტით.
საქანელის ჯაჭვები უნდა იყოს გალვანიზირებული ლითონის დაფარული დამცავი საფარით. გამძლეობა 100 კგ. აიწონა-დაიწონა გათვლილი უნდა იყოს ორ ბავშვზე.
დასაჯდომები დამზადებული უნდა იყოს პოლიეთილენისაგან, პოლიეთილენის ხელის სახელურებით.
დასაჯდომების ქვედა მხარეზე ამორტიზაციის დანიშნულებით დამონტაჟებული უნდა იყოს კაუჩუკები.
აიწონა-დაიწონას მინიმალური ზომები: სიგრძე 300 სმ. სიმაღლე 70სმ. სიგანე 60სმ სათამაშო კომპლექსის მეტალის ნაწილები შეღებილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის პოლიმერული ემალის ფხვნილისაგან გამოწვის მეთოდით.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ატრქციონების შეძენა-მონტაჟი განახორციელოს “შემსყიდველი”-ს წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში, “შემსყიდველი”-ს მიერ მითითებულ მისამართებზე, ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. სატენდერო წინადადებების მიღება 22 აგვისტოს იწყება და 24 აგვისტოს მთავრდება.
ესკიზი – ატრაქციონი