შესაძლოა “ალტ კომს” ხელშეკრულება
არ გაუგრძელდეს. სამტრდია-გრიგოლეთის მაგისტრალის მშენებლობას სწორედ ეს კოპმანია ხორციელებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მინისტრმა ზურაბ ალავიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ კომპანიას ჩამორჩენა აქვს. შეძლებს თუ არა კომპანია მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუშებისათვის თანხის გადახდას, ამაზე სამინისტროში პასუხს გაცემა უჭირთ.
“როგორც მინისტრმა არაერთ ინტერვიუში განაცხადა “ალტ კომს” ჩამორჩენა აქვს. ჯეროვნად ვერ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ნოემბრამდე აქვთ ხელშეკრულება, მაგრამ არის ალბათობა იმისა, რომ ნოემბრის მერე არ გაუგრძელდეს ხელშეკრულება. რაომ ვერ უხდიან მუშებს ჯეროვნად ხელფასს ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ობიექტი გაჩერებულია. შეძლებ კომპანია მუშებს აუნაზღაუროს სამუშაო, გააგრძელებს მუშაობას თუ სამწუხაროდ მოხდება ხელშეკრულების გაუქმება ამ ეტაპზე რთულია თქმა”, – განუცხადეს რადიო “ძველ ქალაქს” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, დღეს მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით მაგისტრალი რამდენიმე წუთით გადაკეტეს.