თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრბლები
მათ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. მათ მერიასთან აქცია გამართეს და ტომრით სილა და ქვები მიიტანეს. ამ ფორმით შეეცადნენ უფრო უკეთ ეჩვენებინათ მათ ქუჩაზე არსებული მდგომარეობა.
“ფაქტია, რომ ასეთ მდგომარეობაში, მტვერში, ანტისანიტარიაში ვართ 2 წელია, რაც ჩვენს შვილებზე, ოჯახებზე აისახება”.
“ამდენ ხანს ვითმენდით, ზაფხული არ იყო და შეიძლებოდა მდგომარეობის ატანა. ახლა გაუსაძლისია მდგომარეობა. ალერგიას აძლევს ზოგს, მოხუცებში ჰაერის უკმარისობაა, მტვერია, დაგუბებულ წყლებში ბაყაყებმა და კოღოებმა ჩაიბუდა”, – აცხადებენ თავისუფლების ქუჩის მცხოვრბლები.
მოსახლეობას შეხვდა ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი, რომელამც განაცხადა, რომ ქუჩაზე გზის საფარი, მხოლოდ ერთი ფენა, წლის ბოლომდე გადაიგება. კაპიტალური შეკეთება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც საკანალიზაციო ქსელი გამოიცვლება.
ქუთაისში საკანალიზაციო ქსელის გამოცვლა, მასშტაბური პროექტის დაწყება 2018 წელს იგეგმება.