“სემეკის” გადაწყვეტილებით ბუნებრივი
აირის სამომხმარებლო ტარიფი დღეიდან გაიზარდა. ახალი ტარიფები მომავალი წლის ბოლომდე იმოქმედებს. გადაწყვეტილება “სემეკმა” “ყაზტრანსგაზის”, “სოკარ გაზ ჯორჯიასა” და “საქორ-გაზის” მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო. ყაზტრანსგაზ თბილისის” შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. “საქორ-გაზის” შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, “სოკარ გაზ ჯორჯიას” შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება
რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება.
შესაბამისად ახალი თარიფით ისარგელებენ იმერეთის რეგიონში მცხოვრბელებიც.
“ცვლილება იმერეთის რეგიონში შეეხბეა მხოლოდ “საქორ გაზისა” და “სოკარ გაზ ჯორჯიას” მომხმარებლებს. ბუნებრივი აირის ღირებულება არ შეცვლილა “საჩხერე გაზის” მომხმარებლებისათვის, რადგან მომართვა არ ყოფილა. იმის გამო, რომ “სოკარ გარზ ჯორჯიას არეალში” 41 სხვა ტარიფი იყო ,ხოლო “საქორ-გაზის” არეალში 10 მატება სხვადასხვაგვარია. საშუალოდ მატება არის 1-დან 11 თეთრამდე”, – განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის პრეს-სპიკერმა, ქეთი ბერიკაშვილმა.