ქუთაისში დაზიანებულ წყალ-კანალიზაციის

სიტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 8 ობიექტზე სამუშაოების ჩასატარებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი SPA170009936 გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად 21 ათას 281ლარია გამოყოფილი.
სატენდერო წინადადებების მიღება 4 სექტემბერის იწყება და 10 სექტემბერს მთავრდება.
“მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, საცხოვრებელ სახლებში დაზიანებული წყალ-კანალიზაციის სიტემების რეაბილიტაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. “მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

დაზიანებული წყალ-კანალიზაციის სიტემების რეაბილიტაცია მოხდება შემდეგ მისამართებზე:

ნიკეას ქუჩის პირველი შესახვევი  N 9

ნიკეას ქუჩის მეორე შესახევი N 16

ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევი N 27

ზვიად გამსახურდიას გამზირი N 42

ავტომშენებლის ქუჩა N 26

სულხან საბას გამზირი N 35

სულხან-საბას გამზირი N 65

ხუნდაძის ქუჩა N 61

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *