რეპრესირებულთა დღისადმი
მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისათვის (რესტორნის ტიპის) კვებითი მომსახურებისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი შPA170009257 გამოცხადა. საზეიმო სადილის მოსამზადებლად ათას 700 ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, “მიმწოდებელი” ვალდებულია უზრუნველყოს რეპრესირებულთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საზეიმო სადილის ორგანიზება (ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან) 40 (ორმოცი) პირისთვის ფასების ცხრილში მოცემული მენიუს შესაბამისად , 2017 წლის 22 ივლისს, ქალაქ ქუთაისში მდებარე კეთილმოწყობილ რესტორანში, აღჭურვილი კონდიცირებით.
მენიუ ასე გამოიყურება: