ქუთაისში “მწვანე ალტერნატივამ” და “საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ ”
აღმოსავლეთ და ცენტრალურ ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა”, საქართველოში დაგეგმის და მიმდინარე ენერგოპროექტებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნვლეყოფის პრობლემებთან დაკავშრებით შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა მდინარე რიონზე დაგეგმილ 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვან ჰესისა და ზემო სვანეთში მიმდინარე ნენსკრა ჰესის პროექტზე შექმნილ მდგომარეობაზე, მათ შორის საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შეხვედრაზე მწვანე ალტერნატივის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია აღნიშნულ პროექტებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. კერძოთ, რამდენად არის დასაბუთებული წარმოდგენილი პროექტების საჭიროება, მათი ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე, არის თუ არა უზრუნველყოფილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და რას უნდა ელოდოს საზოგადოება ნამახვანი ჰესისის პროექტის გააქტიურების შემთხვევაში ნენსკრა ჰესისი მაგალითზე.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ენერგეტიკის, გარემოსდაცვის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავექუთაისშ არსებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადნლებმა, ისე ნამახვანი ჰესისის საპროექტო არეალშ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა.