ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით
ქუთაისში, ჩაის სახლში ნენსი ფრეიზერის წიგნის “ფემინისზმის თავგადასავლი” პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. პრეზენტაციაზე მომხსენებლები იყვენენ სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის დამფუძნებელი სოფიო ჯაფარიძე და ფილოსოფიის მაგისტრანტი, ფრეიზერის ქართული პუბლიკაციის მთარგმნელი გიორგი ჩუბინიძე, მოდერატორი – ქეთევან ბერძენიშვილი.
“წიგნი არის ნენსი ფრეიზერის ესეების კრებული. ის ესეებს წერდა მრავალი წლის განმავლობაში. ეხება ქალთა ძალადობისგან გათავისუფლებას. ამ ესეებში არის მცდელობა ფემინისტური არსებობა დაუკავშირდეს მემარცხენე აზროვნებას, სოციალისტურ აზროვნებას და სთავაზობს ასეთი სინთეზის ახლებურ ხედვას. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი გამოვიყენოთ, რომ გავაუმჯობესოთ გარემო და ამავდროულად ის გვთავაზობს ძალიან ღრმა და საინტერესო, მრავალასპექტიან ანალიზს პირველ რიგში დასავლური საზოგადოების, კერძოდ კი ამერიკის. თუმცა ეს გამოცდილებები შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოსადეგი და ვფიქრობ მკითხველისათვის საინტერესო იქნება”,- განაცხადა ფილოსოფიის მაგისტრანტმა, ფრეიზერის ქართული პუბლიკაციის მთარგმნელმა გიორგი ჩუბინიძემ.
“ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალიზტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული,”- ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაში “ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე”. კრებული მისი ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის 40 წლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ნენსი ფრეიზერი ნობელი პრემიის ლაურეატია.
შეხვედრაზე სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის დამფუძნებელმა სოფიო ჯაფარიძემ ქალთა შრომით უფელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალების შრომა მეტად უნდა იყოს დაფასებული, რომ ხშირ შემთხვევაში ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალისა და მამაკაცის ანაზღაურება განსხვავებულია:
“ხშირად ხდება, რომ ქალები არ იღებენ ხელფასს მამაკაცების მსგავსად. ამ დროს შესაძლოა უფრო მეტ შრომას ისინი სწევენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გავიაზროთ ქალების შრომა რა დონეზეა. ვფქირობ, ქალები აქ უფრო მეტს შრომობენ, ვიდრე ამერიკასა და ევროპაში. ზოგჯერ მათ სამსახურში ავალებენ დასუფთავებას, რაც ვითომ ბუნებრივია ქალისათვის და ამაში ანაზღაურება ნულია. აღსანიშნავია ის, რომ კაცებისთვის უფრო რთულია სამსახურის პოვნა, ვიდრე ქალებისათვის. ეს იმიტომ, რომ კაცებს დამამცირებლად მიაჩნიათ ზოგი სამსახური. მაგალითად, დამლაგებლად ან მაღაზიაში მუშაობა ქალებს უწვეთ ხოლმე. მათთვის ეს ფსიქოლოგიური სირცხვილია. ეს წიგნი კი იმით არის კარგი, რომ ფემინიზმს სხვა კუთხით გვაჩვენებს, იდეებს დონეზე განსხვავებულია”,- განაცხადა სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრის დამფუძნებელმა სოფიო ჯაფარიძემ.