ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და
უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ ჯანმრთელობის უფლების განხორციელების ცენტრის “რუბიკონის” კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე და დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.
“დღეს საქართველოში ერთ-ერთი აქტუალურ საკითხად და პრობლემად რჩება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის საკითხი. ჩვენ ჯანდაცვის წარმომადგენლები და საზოგადოებაც ვთანხმდებით იმაზე, რომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია. ჩვენ გვაქვს ასევე “მეტადონის” პროგრამა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით ხორციელდება. ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რადგან საზოგადოების მეტი ინფორმირება მოხდეს,”- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
1987 წელს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ 26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის მიზანი ნარკოტიკების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ნარკოტიკული საშუალებებისაგან თავისუფალი გარემოს შექმნაა.