ბუხაიძის ქუჩაზე “ფლამინგო” არ განთავსდება,- ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
ქალაქის მერმა ისაუბრა. მან ის მემორანდუმი წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც N19-და N17- კორპუსებს შორის არანაირი მშენებლობა არ განხორცილდება.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია კისრულობს ვალდებულებას არ დაუშვას ქალაქ ქუთაისში ბუხაიძის ქუჩა 17 -ის დასავლეთით მდებარე ფართობში არანაირი მშენებლობა.
შპს ფლამინგო და შპს ლიმა, რომელიც ამ აღნაგობს უფლების უკან მდგომი ფირმები არიან, ქუთაისში ბუხაიძის ქუჩა 17-ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრბილის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და ქუთაისში ბუხაიძის 19-ში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა თანახმა არიან არ განახორციელონ არანაირი მშენებლობა. არ აწარმოონ არანაირი სამეწარმეო საქმიანობა. ამას ხელს ვაწერთ მერია, ამხანაგობები და აღნაგობის უფლების მქონე პირები.
შ.პ.ს. “ფლამინგო” და შ.პ.ს. “ლიმა”, ამხანაგობები 19-17კორპუსების ვალდებულებას იღებენ მოაწყონ სკვერი. მოსახლეობას უნდა რომ აქ იყოს სკვერი. ყველა ერთად ვიღებთ ვალდებულებას მისი მოწყობის.
“ფლამინგო” შეარჩევს სხვა, ალტერნატიულ ადგილს. ამ დოკუმენტით არა თუ ჩვენი ხელისუფლების დროს არამედ მერედაც ვინმემ რომ რაიმის აშენება მონდომოს ვერ ააშენებს. საჭირო იქნება მეჩვიდმეტე,მეცხრამეტე კორპუსების ამხანაგობების, მერიის და აღნაგობის უფლების მქონეთა თანხმობა. ამით ვკეტავთ ყველანაირ მშენებლობას იქ”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
სხდომაზე მყოფმა მოსახლეობამ მერის მიერ ამ წარმოდგენილ დოკუმენტს უნდობლობა გამოუცხადა, დარბაზში ხმაურის გამო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ
ბექა ყანჩელმა, რომელიც დღეს სხდომას უძღვებოდა, შესვენება გამოაცხადა.