ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი

გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან ერთად გახსნა. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთი დღეიდან ექსპლუატაციაში სრულად შევიდა.
ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, აშენდა ცემენტ-ბეტონის საფარიანი ოთხ ზოლიანი ჩქაროსნული გზა, 9 პარალელური ხიდი, ორი სატრანსპორტო კვანძი, ოთხი საფეხმავლო ხიდი, მიწისქვეშა გასასვლელები და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილები.
ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა.
აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა, E60 ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
სამუშაოების ღირებულება 71 მილიონ ლარს და 22 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *