ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს შეხვდნენ და პროექტის განხორციელების დროს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.
“ეს ინიციატივა გახლავს საარჩევნო ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი მიმართულება, ანუ პროექტის “ვესაუბროთ ამომრჩევლებს”, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში იმართება. რეალურად 400-ზე მეტ სოფელში ჩავატარეთ შეხვედრები და ზუსტად დღეს ქუთაისში განვიხილეთ შეხვედრების შედეგები,”-განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ.
პროექტი ხორციელდება 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში. ამ პერიოდში საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის მონაწილეობით განხორციელდა.