შინაგან საქმეთა სამინისნისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა,
რომ ნიღბიანი ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ შპს “ნოვა ტექნოლოჯის” სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორებს – ლ. მ.-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ავტომანქანა და 101 ათასი ლარი გასტაცეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გატაცებული ავტომობილი რამდენიმე წუთში იპოვეს, დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი კი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს.