ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს
სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგი 4 ეტაპად 7 ჯგუფს, 15 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით უტარდება.
ჯგუფების შემადგენლობაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებთან ერთად საარჩევნო პროცესების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული კოორდინატორები არიან.
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია აგრძელებს ტრენინგებს, ჩვენ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კერძოდ კი იურდიულმა დეპარტამენტმა, სწავლების ცენტრმა შევიმუშავეთ სპეციალური სწავლების მოდული, რომელიც ეხება კომისიების ხელმძღვანელი პირების სამართლებრივი შესაძლებლობების ზრდას, ვინაიდან ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ცესკოს სამოქმედო გეგმაშიც გათვალისწინებულია ყველა დონის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელების უნარების განვითარება,”-განაცხადა ცესკოს იურდიული დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ანასაშვილმა.
ტრენინგი უკვე გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისთვის და მდივნებისთვის. სწავლებას ამჯერად დასავლეთ საქართველოს საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები გადიან.