ქუთაისში თიბისი გალერიაში აქცია ” წიგნები საქართველოდან” ემიგრანტებისთვის
გაიმართა. აქციის მიზანია წიგნების შეგროვება, რომლებიც სხვადსხვა ქვეყნებში ემიგრანტებს გადაეგზავნება.
“ეს ინიციატივა წამოვიდა ემიგრანტებისაგან , მათ გვთხოვეს, დავხმარებოდით ქართულენოვანი წიგნების შეგროვებაში. ჩვენი სამუშაო ჯგუფი იმყოფებოდა ევროპის 5 ქალაქში. რამდენიმე ქალაქში უკვე არსებობს სივრცე, მაგალითად, სტამბულში არის კაფე გალაკტიონი, ასევე სხვადასხვა ქალაქებში არის სხვადასხვა თავშეყრის ადგილები ქართველებისათვის, სადაც მოხდება ამ წიგნების განთავსება.”-განაცხდა იმერეთში “საიას” მიგრაციის პროექტის ოფიცერმა მეკო ჩაჩავამ.
აქცია საიას მიგრაციის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელშც მონაწილეობა სხვადასხვა სკოლებმა, ორგანიზაციებმა მიიღეს!
პროექტის პარტნიორია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორებისთვის”.