საფრანგეთში საქართელოდან გასამგზავრებელ 2 ახალგაზრდას შორის აღმოჩნდა
ქუთაისელი მაგდა ფურცხვანიძე.
“ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ,რომ ფრანგულს ვსწავლობ 7 წლიდან და ამაზე ვოცნებობდი სულ. საბოლოო მიზანი მაგისტრატურის საფრანგეთში გაგრძელებაა. ეს პროექტი მაძლევს შანს მივიღო ევროპული გამოცდილება, ძალიან კარგად ვისწავლო ფრანგული და ინგლისური და უფრო იოლად ჩავაბარო მაგისტრატურაზე საფრანგეთში”, – ამბობს მაგდა ფურცხვანიძე.
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამოაცხადა კონკურსი, რომლის მიზანია ევროპის მოხალისეობის სერვისის/EVS ფარგლებში 2 ქართველი ახალგაზრდის საფრანგეთში ქალაქ ბორდოში1 წლით გაგზავნა. EVS მოხალისეები ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპული ღირებებულებების გაძლიერებას, მრავალფეროვნების და მულტიკულტურული ფასეულობების ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში.
საფრანგეთში მაგდასთან ერთად შალვა ჩეხიძე გაემგზავრება. ახალგაზრდები საფრანგეთში სექტემბერში წავლენ.