კვებითი მომსახურეობისთვის ქუთაისის
მერია ტენდერს აცხადებს. ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებული სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებისათვის (რესტორნის ტიპის) კვებითი მომსახურებისათვის 4 ათასი ლარია გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მენიუში მითითებული კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო კანაპეები და სასმელები – შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე არანაკლები მითითებული მოცულობისა, ახლად მომზადებული და ლამაზად პრეზენტირებული,საკვების საგემოვნო თვისებები, კვებითი ღირებულება და ვიზუალური მხარე უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებსა და ნორმებს, დაუშვებელია ვადაგასული და საკვებად უვარგისი პროდუქტების მიწოდება, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი უზრუნველყოს შესაბამისი ინვენტარით: ჭურჭლით, ხელსახოცებით, მაგიდებით, მაგიდის გადასაფარებლებით და სხვ. ჭურჭელი უნდა იყოს თეთრი, ერთნაირი, დაუზიანებელი, გაპრიალებული და საუკეთესო სანიტარულ მდგომარეობაში. დაუშვებელია გატეხილი, გაბზარული ჭურჭლის ან სხვა მიზეზით არასათანადო ვიზუალურ და ჰიგიენურ მდგომარეობაში მყოფი ჭურჭლის გამოყენება.
სატნედერო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 14 ივნისს დასრულდება.