“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო-მ” მორიგი კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევაში ასახულია თუ რა რაოდენობის თანხები გამოიყო და რა რაოდენობის ქონება გადაეცა 2013 – 2017 წლებში იმერეთის მინიციპალიტეტების ბიუჯეტიდან რელიგიურ ორგანიზაციებს.
კვლევიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით, იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 4 942 603 ლარი შეადგინა. ხოლო რაც შეეხება უძრავ ქონებას საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას წყალტუბოს, ზესტაფონის, ბაღდათის, ქუთაისის, ჭიათურის მუნიციპალიტეტებმა ჯამში 90 140 კვ.მ. მიწის ნაკეთი გადასცა.
ასევე აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელმაც მიწის გადაცემის თაობაზე ადგილობრივი ეპარქიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აცხადებენ, რომ ქუთაისის მერიამ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მხოლოდ 2013-2014 წლების კორესპონდენცია მიაწოდა და მიუთითა, რომ 2015 წლიდან მუნიციპალიტეტი გადავიდა ელექტრონულ ხაზინაზე და გადახდების განხორციელებისათვის წერილების გამოგზავნის აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, 2015 წლიდან 2017 წლის 20 მარტის პერიოდის შესახებ ორგანიზაცია არ ფლობს კორესპონდენციას და ვერ ამოწმებს, რა საფუძვლებს უთითებდნენ რელიგიური ორგზანიაციები დაფინანსების მისაღებად.
“იმ პერიოდის ფარგლებში, რა პერიოდზეც ორგანიზაციას მოეპოვება კორესპონდენცია, დგინდება, რომ 2013-2014 წლებში, მერია ყოველთვე ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატეს მიმართვის საფუძველზე, ქუთაისის სიონის (ბაგრატის) ტაძრის დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს იხდიდა. ამ პერიოდის შემდგომი კორესპონდენცია ორგანიზაციას არ აქვს, შესაბამისად, ვერ ვადგენთ ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის დარიცხული თანხების მიზნობრიობას.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით რელიგიური დღესასწაულების დასაფინანსებლად თანხა არ გამოყოფილა. რაც შეეხება გადაცემულ ქონებას, 2013 წლის 9 იანვრიდან 2014 წლის 24 აპრილის ჩათვლით, ქუთაისის მერიამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართმადიდებლურ ეკლესიას უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცა მიწის ნაკვეთები, ხოლო აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქუთაისი გახლავთ ერთადერთი იმერეთის მუნიციპალიტერებიდან, რომელმაც ეპარქიის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა მიწის გადაცემასთან დაკავშირებით. ადგილობრივი ეპარქია ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემას მომლოცველთა ცენტრის ასაშენებლად ითხოვდა, რაზეც მერიამ უარი იმით დაასაბუთა, რომ აღნიშნული ტერიტორია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იყო,”-აცხადებს საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა მოწონელიძე.