შეხვედრა ქუთაისში გაიმართა. მას ორგანიზებას
ფონდი “სოხუმი” უწევდა პროექტის “ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის” ფარგლებში.
“შეხვედრის მიზანია საქართველოს რიგ მუნიციპალიტეტებში საერთაშორისო დონორების მიერ ბოლო წლებში დანერგილი “სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამების გამოცდილების გაცნობა. აქ იმყოფებიან გორიდან და აცნობენ სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს თავიანთი “სამოქალაქო ბიუჯეტის” პრაქტიკას. საერთაშორისო ორგანიზაცია PIN-მა საქართველოში განხორცილებეული სოციალური ჩართულობის პროექტის პოზიტიური რეზულტატები წარადგინა და ჩვენი “გენდერული საკონსულტაციო საბჭოების” მუშაობის შესახებ ვისაუბრეთ”,- განაცხადა ფონდი “სოხუმის” პროექტის ასისტენტმა ემა კამკიამ.
ფონდი “სოხუმი” პროექტს “ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის” 1 აპრილიდან ახორციელებს და იგი მიმართულია ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისკენ ევროპის მოწინავე ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით.