“ენგურის ხაზი:როგორ ვითარდება აფხაზური და ქართული საზოგადოება”

– ასე ერქვა იმ დებატებს, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა. დებატებში ძირითადი მომხსენებლები: თამარ თოლორდავა, სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, -ხვიჩა ვაშაყმაძე “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” დირექტორი, ქეთევან ქანთარია, ჟურნალისტი. დებატეს მოდერაციას ქეთევენ ბერძენიშვილი უწევდა.

ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით მიმდინარე მოვლენებმა თითქოს გადაფარა ქართულ-აფზაზურ ურთიერთიერთობებზე საუბარი,მაგრამ იქვე აღნიშა იმ ახალგაზრდების როლი, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა პროექტების მეშვეობით მოაწყონ განხილები, შეხვერები და დებატები. მისი თქმით სამშვიდობო ჟურნალისტიკის ფარგლებში იყო მცდელობა შექმნილიყო ერთობლივი საიტი, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.


დებატებზე მომხსენებლებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან ისტორიული მაგალითები მოიყვანეს, დღევანდელობაზე ისაუბრეს და  აღინიშნა, რომ მშვიდობიანი გზით, დიალოგის ფორმატში საუბარი მნიშვნელოვანია. მოსახლეობა ერთმანეთს უნდა ესაუბროს, თუმცა ამაში ხელისუფლების როლი უმნიშვნელოვანესია.

“როდესაც დაბიწყე აფხაზებთან შეხვედრა და აფხაზური ინტერვიუების მოსმენა, ოსური ინტერვიუების მოსმენა, სადაც ისინი თავიანთ პრობლემებზე საუბრობენ, ომის პერიოდში , ომამდე ან მის მერე რა სიტუაცია იყო. ცოტა სხვანაირად შევხედე ამ ყველაფერს. კარგია, რომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ძმები და დები ვიყავით, მეგობრობდით, მაგრამ პარალელურ რეჟიმში უნდა დავიწყოთ იმაზე საუბარი რა პრობლემებიც არსებობდა ომამდე, ომის პერიოდში ამ შემდეგ. მგონია , რომ ქართველები ხშირად მითებში ვცხოვრობთ, კომფორტული ნიშა გვაქვს აღებული, რომ და-ძმები ვართ და მეგობრულად ვცხოვრობდით, თანაცხოვრებას წინ არაფერი არ უდგას თუ რუსეთი მოვიშორეთ. მესიჯები რომლებიც ჟღერს აფხაზური მხარიდან ცოტა განსხვავდება და ასეთი და-ძმური დამოკიდებულება ხშირად არ არის. თუ გვინდა , რომ პრობლემა არგად დავინახოთ და გამოვასწოროთ უნდა დავინახოთ იქაური თვალით დანახული ქართული მხარე, რას ფიქრობემ ჩვენზე. ქართული და აფხაზური რეალობის ერთ-ერთი მაგალითი იყო, როდესაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ გადაწვიტა ვიდეობი გადაეღო და გამარჯობა გაეგზავნა.ეს ძალიან დადებითი ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან და ველოდებოდით რომ ” გაგიმარჯოს”გამოგვიგზავნიდნენ, მაგრამ უცებ მივიღეთ ვიდეო სადაც ძალიან ბევრი ნახვამდის იყო. ამან ძალიან კარგად დაგვანახა როგორ ვუყურებთ ეს ორი მხარე რეალობას. თუ დავიწყებთ ერთმანეთთან საუბარს, მე გონია, რომ ეს ბევრ რამეს შეცვლის”, – განაცხადა სოციალური მოძრაობების შემსწავლელი ცენტრის კვლევების კოორდინატორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა თამარ თოლორდავამ დებატებზე საუბრისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *