კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობამ
350 ორგ. და სამეცნიერო ინტალექტუალურმა კლუბმა თაობათა დიალოგი”, კამპანია “ქალაქები სიცოცხლისათვის” ფარგლებში. დღეს ნინოშვილის ბაღში აქცია გამართეს “აქ მზე დაპატიმრებულია”. მათ აღნიშნეს, რომ მრავალსართულიანი ბინა, რომელის მშენებლობის ნებართვა რამდენიმე
წლის წინ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასცა აბნელებს ტერიტორიას, მზე ვერ აღწევს პარკამდე, რამაც შესაძლოა
ხეების გახმობა გამოიწვიოს. აქციაზე შეკრებილმა ეკო აქტივისტებმა, მზის განთავისუფლების პერფორმანსი წარმოადგნეს. როგორც “თაობათა დიალოგის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გვანცა თოთაძემ აღნიშნა,
ამ ადგილას სიმბოლურად დაიდგმება ნიშანი, რომელიც ყველას მიუთითებს, რომ “აქ მზე დაპატიმრებულია”!