გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ადგილობრივი
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მუხნარის ტყე დაასუფთავეს.
“დღევანდელ აქციაში მონაწილეობს ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული ყველა სამსახური. დღეს აქციაში 400-მდე ადამიანი არის ჩართული. ეს აქცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და გადავწყვიტეთ, რომ ამჯერად მუხრანის ტყე დაგვესუფთავებინა,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილემ გენადი კუჭუხიძემ.
აქციის ფარგლებში, ტყის პერიმეტრი მთლიანად დასუფთავდა. შეგროვილი ნარჩენები ადგილიდან ,,სპეციალური სერვისების ” თანამშრომლებმა გაიტანეს.