კვლევა ნიდერლანდების დემოკრატიულმა
ინსტიტუტმა ქუთაისში წარადგინა. კვლევის ავტორები ბაკურ კვაშილავა და ხატია გოგილაშვილი არიან. მასზე ქუთაისში ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის პროგრამის ხელმძღვანელმა სალომე მუხურაძემ ისაუბრა.
“3 მთავარი განზომილების მიხედვით მოხდა პოლიტიკური პარტიების შეფასება. ეს არის საარჩევნო, პროგრამული, საარჩევნო და ინსტიტუციური. სულ 7 ძირითადი პოლიტიკური პარტია შეფასდა. მთავარი კრიტერიუმი იყო ერთი, რომ 2016 წლის არჩვენებში 1 პროცენტზე მეტი უნდა ჰქონოდა ხმების და ასევე 2015 წლამდე უნდა ყოფილიყო პარტია დარეგისტრირებული. ასე ვთქვათ, გამარჯვებული პარტია კვლევიდან გამომდინარე არის “რესპუბლიკური პარტია” და სამწუხაროდ, ბოლო ადგილზე გასული პარტია არის მმართველი პარტია “ქართული ოცნება”,- განაცხადა ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის პროგრამის ხელმძღვანელმა სალომე მუხურაძემ.
კვლევა მოიცავდა 2015-2016 წლებს.