ქუთაისში, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე
პირველ საკითხად ქუთაისში საუნივესრიტეტო ქალაქის მშენებლობის შესახებ საკითხს განიხილავენ. ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ იმ სამუშაოების შესახებ ისაუბრა რაც ამ დროისათვის მიმდინარებს და რაც მომავალში უნდა განხორციელდეს. ქალაქის მერის თქმით უშუალოდ მშენებლობა ზაფხულიდან უნდა დაიწყოს.
“ჩვენ დავამტკიცეთ განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალება, საუბარია საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე. საჭიროა გარემოზე რეგულირების გეგმის დამტკიცება, რომელიც ორ ეტაპიანია, პირველია დავალების დამტკიცება. პროექტი მოიცავ 153 ჰა-ზე მშენებლობას . გარემოზე ზემოქმედების რეგულირების გეგმა ეს არის დეტალური გეგმა სა დ რა შენობა უნდა განთავსდეს,. საიდან იქნება გაზი, დენი, ინტერნეტი. გათვალიწინებულია ყველა დეტალი. უნდა შემოვიდეს კონკრეტულ შენობებზე პროექტები. ვვარაუდობთ, რომ ზაფხულში უკვე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. თუმცა აქამდეც დაწყებულია. გეოლოგიური სამუშაოები. თუ დოკუმენტი და ნებართვა არ იქნა გაცემული სამუშაოები ისე ვერ დაიწყება. ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ეკოლოგიური კატასტროფა ავიცილოთ და უნიკალური პროექტი განხორციელდეს. სკეპტიკოსების გასაგონად, ვინც ამბობს, რომ სამუშაოები არ დაწყებულა მინდა ვთქვა, რომ თუ ნებართვები არ იქნა გაცემული, ნამდვილად არ ვაპირებდით და არც კომპანია არ აპირებს კანონი დაარღვიოს”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.