გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის რიგგარეშე საკრებულო სხდომაზე გახდა ცნობილი.
ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით შესვლა ფასიანი შესაძლოა მომავალი კვირიდან გახდეს.
” ჩვენ ბოტანიკური ბაღი ჩავბარდა იმ მდგომარეობაში, სადაც ადამიანები არ შედიოდნენ, იქ იყო ანტისანიტარია. ჩვენ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარუი ჩავდეთ ამ ყველაფრის აღსადგენათ და ერთ-ერთ წალკოტად ვაქციეთ. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა სჭირდება შენახვა, რასაც ფინანსები უნდა. ამიტომაც იქნა მიღებული დღეს საკრებულოს მიერ ეს გადაწყვეტილება მიღებული,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.
ქუთაისის მერის ინფორმაციით ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა 1 ლარი ეღირება, თუმცა 7 წლამდე ბაშვებისთვის შესვლა უფასო იქნება.