არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპა ჩვენი სახლია” ბაგრატის ტაძარში საქართველოს სამოციქულო
მართლმმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის თავთან დაკაშვირებით გახსნილ გამოფენას ეხმაურება. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გია გოქაძე გამოფენაზე იმ ნახატის გამოტანას აპროტესტებს სადაც სტალინია გამოსახული. გოქაძე მიიჩნევს, რომ ამბროსი ხელაიას, კალისტრატე ცინცაძისა და კირიონის გვერდით სტალინის ადგილი არ არის. “ბაგრატის ტაძარი არის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და როცა საქართველოს ერთიანობის სიმბოლოში ათავსებ ამბროსი ხელაიას, კალისტრატე ცინცაძის, კირიონისა და სხვა სასულიერო პირების გვერდით სტალინის სურათს ეს ნიშნავს არ იცნობ ისტორიას, ქვეყანა დააბრუნო საბჭოთა კავშირში. ეს არის პუტინის პოლიტიკის გატარება. ის მღვდელთმსახურები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს სწორი არის მათ შეგვიძლიათ ვუთხრათ, რომ ისინი არიან მღვდლის ანაფორას ამოფარებული “კაკებეშნიკები”, რომლებიც ასრულებენ პუტინის დავალებას – აცხადებს გია გოქაძე. “ევროპა ჩვენი სახლიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი სხვა არასამთავრობებებს მოუწოდებს დაინტერესდნენ საკითხით.