სამთავრობო ინიციატივის ,,აწარმოე საქართველოში” პროგრამის წარმომადგენლებმა
, რეგიონის მოსახლეობის გააქტიურების მიზნით , ქუთაისის თვითმმართველობის სხდომათა დარბაზში საჯარო საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროგრამაში ჩართვის მსურველი მოქალაქეებისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო და მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ ანთიას თქმით, სამი ათასზე მეტი დაფინანსებული ბიზნეს იდეა არსებობს .
ერთ მეწარმე სუბიექტზე ხუთი ათასი ლარი განისაზღვრება. ერთი პროექტის ირგვლივ ორი მეწარმის გაერთიანების შემთხვევაში კი 10 ათასი ლარი, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში 15 ათასი ლარი.