ქუთასის ცენტრალურ ბაღის
დამცავი კედელი მოეწყობა. სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საყრდენი კედლის მოსაწყობად 74 ათას 22 ლარია გათვლილი. “მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ცენტრალური ბაღის დამცავი კედლის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ასევე “მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სატენდერო წინადადებების მიღება 20 მაისს იწყება და 25 მაისს მთავრდება.