ბაღებზე კორპუსების მიშენების
სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 ბაგა-ბაღზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოების შესასრულებლად 252ათას850 ლარია გამოყოფილი.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 165 (ას სამოცდახუთი) კალენდარული დღეში შეასრულოს.
სატენდერო წინადადების მიღება 19 მაისს იწყება და 24 მაისს მთავრდება.
მეორე ახალი კორპუსი ბუხაიძის ქუჩაზე შენდება. ბუხაიძის ქუჩა №7ა-ში მდებარე №15 საბავშვო ბაგა-ბაღზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოების შესასრულებლად 253 ათას 735 ლარია.
მიმწოდებელი” ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩა №7ა-ში მდებარე №15 საბავშვო ბაგა-ბაღზე ახალი კორპუსის მიშენება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 165 (ას სამოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
“მიმწოდებელი” ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
მესამე ახალი კორპუსი დავითაშვილის ქუჩაზე შენდება. დავითაშვილის ქუჩის II შეს. №1-ში მდებარე №4 საბავშვო ბაგა-ბაღზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოების შესასრულებლად 267ათას 353 ლარია განკუთვნილი. “მიმწოდებელი” ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 165 (ას სამოცდახუთი) კალენდარული დღეში შეასრულოს სამუშაოები.
სატენდერო წინადადებების მიღება იწყება 18 მაისს და 23 მაისს მთავრდება.
მეოთხე ახალი კორპუსი წერეთლის ქუჩაზე აშენდება. წერეთლის ქუჩა №142-ში მდებარე №3 საბავშვო ბაგა-ბაღზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოების შესასრულებლად 280ათას685 ლარია განკუთვნილი.
“მიმწოდებელმა” სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 170 (ას სამოცდაათი) კალენდარული დღეში უნდა შეასრულოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 18 მაისს იწყება და 25 მაისს მთავრდება.