განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში
პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება”” ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
დასაქმების ფორუმზე იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოს ხელმძღვანელებმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ვაკანსიები შესთავაზეს და მათ საწარმოში დასაქმების ან სტაჟირების პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობი მისცეს.
“ეს ფორუმი ქუთაისში რიგით უკვე მეორეა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებების მხარდასაჭერად იმართება. ჩვენ სამუშაოს მაძიებლებს, რომელთაც ვაძლევთ შანს ამ ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ვარჩევთ წინასწარ იმ უნარების შესაბამისად, რომელთა შესაბამისი ვაკანსიების წარმოდგენა ხდება დამსაქმებლის მხრიდან.მსგავსი ფორუმებით ჩვენ ვეხმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის ღია ბაზარზე დასაქმდნენ,”-განაცხადა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, დირექტორმა ლია კილაძემ.
სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ ექნებათ გასაუბრება გაევლოთ მათთვის სასურველ ვაკანსიაზე, წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები და პირდაპირი კომუნიკაცია დაემყარებინათ პოტენციურ დამსაქმებლებთან.
“მაკდონალდსის კომპანიასთან ვიყავი გასაუბრებაზე, არ ვიცი რამდენად რეალურად მოხდება ჩემი დასაქმება. გამესაუბრეს უნარჩვევებთან და გამოცდილებასთან დაკავშირებით, თუ რა კუთხით შემეძლო მათ კომპანიაში მუშაობა და ველოდები პასუხს,”-აცხადებს ერთ-ერთი სამუშაოს მაძიებელი მირიან გოგებაშვილი.
დასაქმების ფორუმზე რეგისტრირებული იყო 24 ორგანიზაცია, რომლებმაც სამუშაოს მაძიებლებს 48 ვაკანსია შესთავაზეს.