არასამათავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები” ქუთაისის ორგანიზაციაში
ყოველთვიური შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლებმა გასულ თვეში განხორციელებული პროექტები შეაჯამეს, ასევე მომავალი თვის გეგმებიც განიხილეს.
“სამართლიანმა არჩევნებმა დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო საკითხებში მოქალაქეების ჩართულობას და მათი ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ უნივერსიტეტებთან ვაფორმებთ მემორანდუმებს და სტუდენტებს მოვუწოდებთ ჩვენს შეხვედრებს დაესწრონ, სადაც მათ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებათ,”-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის “თაობათა დიალოგის”მიერ პროექტის პრეზენტაცია, პროექტის ფარგლებში პორტუგალიიდან 12 მოხალისე ჩამოვა, რომლებიც ქუთაისში უმუშევრობის თემატიკას შეისწავლიან.
შემეჯამებელ შეხვედრაზე არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და სამოქმედო გეგმები განიხილეს.
“დღეს შეკრებილი არასამთავრობო ორგანიზაციები უმრავლესობა საინიციატივო ჯგუფში არიან გაერთიანებულები და რესაც განვიხილეთ თუ როგორ ვიმოქმედებთ, რა განცხადებებს გავაკეთებთ, რა აქციები ჩატარდება ანუ როგორ მივაწვდენთ ხმას აღმასრულებელ ხელისუფლებას,”-განაცხადა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციდან 48 პრიმა მუხლის ამოღების შემდეგ, ქუთაისში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც არასამათავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.