დღეს” NIMD-ის ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში” ევროკავშირსა და საქართველოს შორის
, 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების ანგარიშის წარდგენა გაიმართა.
შეხვედრაზე მართლმსაჯულების, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის და კონფლიქტების დარეგულირების სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო.
” მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრ, რადგან ამ საკითხებთან დაკავშირებით ხშირი შეხვედრები არც თბილისში და რეგიონებში ნამდვილად არ იმართება. საყურადღებოა ის, რომ ჩვენ 14 თემის მონიტორინგი ჩავატარეთ, დღეს შერჩეული 4 თემა აირჩია მოწვეულმა დამსწრეებმა,” -განაცხადა ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ.
მართლმსაჯულების კუთხით ანგარიში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა ეკატერინე ციმაკურიძემ წარმოადგინა.
“უნდა ითქვას ის, რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი რეფორმა არის გასატარებელი. მიუხედავად იმისა, რომ 3 წელია ეს შეთანხმება არსებობს და სამოქმედო გეგმები ყოველ წელს შემუშავდება, ძალიან ბევრი მიმართულებით მართლმსაჯულებაში არის ძირეული რეფორმები განსახორციელებელი,”-განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის, 2014 წელს გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, საქართველოშისხვადასხვა მიმართულებით სისტემური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.