რამდენიმე წუთის წინ

ავარია მოხდა ქუთაისის მერიასთან. ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა. თვითმხილველთა თქმით, მანქანა ნელა მოძრაობდა, მაგრამ ბავშვს, რომელიც ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, მაინც დაეჯახა. ამ დროისთვის ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
