დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში გალა-კონცერტის გასამართად სცენა და განათება მოეწყობა.
კონცერტისათვის სცენისა და განათების მოსაწყობად ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სცენისა და განათებისათვის 12 ათასი ლარია განკუთვნილი.
“მიმწოდებელმა” უნდა უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი გალა-კონცერტი შესაბამისი საკონცერტო სცენით, განათებით, განათების რეჟისორითა და ტექნიკური პერსონალით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სცენა – სცენის პოდიუმი უნდა იყოს 12X9 მეტრი, სიმაღლე მიწიდან არანაკლებ 1,30 მეტრი, ასასვლელი კიბეები ორივე მხრიდან, (ალუმინის კონსტრუქცია), სცენის გადახურვა 13X10 მეტრი (ალუმინის კონსტრუქცია), სიმაღლე 6 მეტრი, გახმოვანების და განათების პულტებისათვის საჭიროა სცენის წინ ტენტი, მონტაჟი – დემონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე. შესაბამისი სპეციალისტების მომსახურება (არანაკლებ 90 წუთი)
სასცენო განათება – მოტრიალე სპოტი, 575ჭ, 6 ცალი, მოტრიალე ლედ ვოში, 15ჭ, 6 ცალი, ბლაინდერი, 2600ჭ, 6 ცალი, ლედ ბარი, 1 მეტრიანი, 6 ცალი, განათების სამართავი პულტი და ლეპტოპი 1 ცალი, კომუტაცია (დამაგრძელებლები, შემაერთებელი კაბელები). განათების ობიექტის მონტაჟი – დემონტაჟი (შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილებზე). (არანაკლებ 90 წუთი)
განათების რეჟისორი უნდა უზრუნველყოს კონცერტის შეუფერხებელი განათება. (არანაკლებ 90 წუთი)
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აპარატურისა და სცენის მონტაჟი, კონცერტის შემდეგ დემონტაჟი და უკან წაღება.
სატენდერო წინადადებების მიღება 10 მაისს იწყება და 15 მაისს მთავრდება.